ფეხბურთი

21:10 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ადიდასი” გიოტცეს პრეზენტაციით უკმაყოფილო დარჩა

ცნობილი გერმანული ფირმის, “ადიდასის” წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ მას შემდეგ, რაც მათ “ბაიერნის” ახალწვეულის, მარიო გიოტცეს პრეზენტაციის კადრები ნახეს. ამის მიზეზი ისაა, რომ 21 წლის ფეხბურთელი პრეზენტაციაზე “ადიდასის” კონკურენტი ფირმის, “ნაიკის” მაისურით გამოცხადდა.

“ადიდასი” “ბაიერნის” სპონსორი და მიუნხენური კლუბის აქციების 9.1%-ის მფლობელია. რა გასაკვირია, რომ გერმანული ფირმის უფროსობას “რეკორდმაისტერის” ახალწვეულის, მარიო გიოტცეს “ნაიკის” ლოგოიანი მაისურით გამოჩენა არ გაჰხარებია.

“დღევანდელი პრეზენტაციის ფოტომასალის ნახვის შემდეგ, უსიამოვნოდ გაკვირვებულნი დავრჩით. მსგავსი რამ შეთანხმების მიხედვით აკრძალულია, რადგან “ადიდასი” “ბაიერნის” ოფიციალური სპონსორია. ამ თემასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მივმართეთ.” – ციტირებს “ადიდასის” წარმომადგენლის, ოლივერ ბრეგენის სიტყვებს Munchen Abendzeitung-ი.

ცნობისთვის, მარიო გიოტცეს სპონსორული შეთანხმება “ნაიკთან” აქვს, რომლის თანახმადაც, 2022 წლამდე, ფეხბურთელი ყოველწლიურად 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

0.10291