ფეხბურთი

3:47 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადემ ლიაიჩის იღბლიანი დებიუტი

ბევრისთვის მოულოდნელად, იტალიის ჩემპიონატის მე–2 ტურის დღევანდელმა დღემ ძალზე შედეგიანად და სანახაობრივად ჩაიარა.

მიჯრით მე–2 მატჩი მოიგო „რომამ“, რომელმაც თავის მოედანზე სერია ა–ში დაბრუნებულ „ვერონას“ სძლია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ჯალოროსი“ ფაბრიციო კაჩიატორეს ავტოგოლის წყალობით დაწინაურდა. ორიოდ წუთში, მირალემ პიანიჩმა გონებამახვილური გადაწყვეტილება მიიღო და შორი მანძილიდან, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – ეფექტური გოლი გამოვიდა.

მატჩში წერტილი რომაელთა ახალწვეულმა და დიდმა იმედმა – ადემ ლიაიჩმა დასვა, რომელმაც ასევე შორი მანძილიდან დაჰკრა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 3:0.

საშინაო გამარჯვება მოიპოვა „მილანმაც“ – „სან სიროს“ ბინადრებმა „კალიარის“ 3:1 სძლიეს. „როსონერი“ მატჩის დებიუტში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი რობინიოს გოლის წყალობით დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვია. მით უფრო, რომ 30–ე წუთზე, ფილ მექსესმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა და გამარჯვებულის ვინაობაც მეტწილად გადაწყვიტა. სტუმრებმა გაიბრძოლეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მარიო ბალოტელის გოლმა ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დააყენა.

კატანიაში ჩასული „ინტერი“ შინ 3 ქულით დაბრუნდა. მე–19 წუთზე, მილანელები როდრიგო პალასიომ დააწინაურა და როგორც გაირკვა, თავის გუნდს პირველი ტაიმიც მოაგებინა. მე–2 ნახევარში, „ინტერი“ კიდევ უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, რაც შედეგშიც აისახა – 0:3.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გენუაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ჯენოამ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა. ფლორენციელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალზე დამაჯერებლად ითამაშეს და დიდი სხვაობით მოგებაც დაიმსახურეს. „იებს“ მატჩის სადავეები 90 წუთის განმავლობაში ხელთ ეპყრათ და საბოლოოდ, 5:2 იმარჯვეს.

 

რომი. „ოლიმპიკო“. 39000

რომა – ვერონა 3:0 (0:0)

გოლი: 1:0 კაჩიატორე (56ს.კ), 2:0 პიანიჩი (59), 3:0 ლიაიჩი (66)

გაფრთხილება: ბალზარეტი (30), ფლორენცი (43) – იანკოვიჩი (45), ხუანიტო (68)

 

ბერგამო. „ატლეტი აძური“. 1500

ატალანტა – ტორინო 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 სტენდარდო (58), 2:0 ლუკინი (81)

გაფრთხილება: იეპესი (63), ლუკინი (73), ჩიგარინი (85) – დ’ამბროზიო (47), ლარონდო (83)

 

ბოლონია. „რენატო დალ’არა“.

ბოლონია – სამპდორია 2:2 (1:1)

გოლი: 0:1 ედერი (25), 1:1 მოსკარდელი (41), 2:1 კონე (64), 2:2 გაბიადინი (71)

გაფრთხილება: კრჰინი (38), მოსკარდელი (52), კონე (65) – კრსტიჩიჩი (23), ედერი (33), რეჯინი (83)

 

კატანია. „ანჯელო მასიმინო“. 13000

კატანია – ინტერი 0:3 (0:1)

გოლი: 0:1 პალასიო (19), 0:2 ნაგატომო (56), 0:3 ალვარესი (80)

გაფრთხილება: სპოლი (45), ანდუხარი (67), დოუკარა (72) – ნაგატომო (43)

 

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“.

ჯენოა – ფიორენტინა 2:5 (0:3)

გოლი: 0:1 აკვილანი (11), 0:2 როსი (14), 0:3 გომესი (41), 1:3 ჯილარდინო (54), 1:4 როსი (56), 2:4 ლოდი (60პ.), 2:5 გომესი (90პ.).

გაფრთხილება: მანფრედინი (69), სამპირიზი (70) – ნეტო (36), კომპერი (59)

გაძევება: სამპირიზი (90)

 

მილანი. „სან სირო“ 44000

რომა – ვერონა 3:0 (0:0)

გოლი: 1:0 რობინიო (8), 2:0 მექსესი (30), 2:1 საუ (33), 3:1 ბალოტელი (62)

გაფრთხილება: დე იონგი (70) – კონტი (38)

 

მოდენა. „ალბერტო ბრალია“. 20000

სასუოლო – ლივორნო 1:4 (0:1)

გოლი: 0:1 გრეკო 944), 1:1 ძაძა (68), 1:2 ემეჰარა (69), 1:3 პაულინიო (75), 1:4 ემეჰარა (86პ.)

გაფრთხილება: როსატი (85) – გრეკო (60)

 

უდინე. „ფრიული“. 15000

უდინეზე – პარმა 3:1 (1:0)

გოლი: 1:0 აგემანგ–ბადუ (11), 2:0 ერტო (72), 2:1 კასანო (84), 3:1 მურიელი (90პ.)

გაფრთხილება:კასანი (50), ლუკარელი (84), მენდეში (87), კასანო (90)

0.138546