კალათბურთი

16:49 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადელმანმა ზაფხულში შესაძლოა "მინესოტა" დატოვოს

 

"მინესოტას" მთავარი მწვრთნელი რიკ ადელმანი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში მოუწიოს "თიმბერვულვზის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება, თუ მისი ცოლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დროულად არ მოგვარდება.

"მე ეს საკითხი ჩემს ოჯახთან ერთად უნდა განვიხილო. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ როგორ განვითარდება ჩემი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც არ უნდა მოხდეს პირველ რიგში ოჯახია და მერე სხვა დანარჩენი. არ გამოვრიცხავ ამ პრობლემასთან ბრძოლის გამო ზაფხულში "მინესოტას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მომიწიოს", - ციტირებს ადელმანის სიტყვებს ნბა-ს ოფიციალური საიტი.

ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო მიმდინარე სეზონში (იანვარი) ადელმანმა 3 კვირით დატოვა კლუბი, მის გარეშე "თიმბერვულვზმა" 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორ მათგანში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

0.113638