ფეხბურთი

14:34 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადანი “ლევანტეს” უახლოვდება

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” მეკარე ანტონიო ადანი “ლევანტეში” გადაბარგდეს. Marca-ს ცნობით, 25 წლის მეკარე დიეგო ლოპესისა და იკერ კასილიასის კონკურენციას ვერ უძლებს და კლუბის შეცვლა სურს.

ადანისადმი ყველაზე დიდ ინტერესს “ლევანტე” იჩენს. სავარაუდოდ, ვალენსიელები ესპანელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონის პირველსავე დღეებში ეცდებიან. ესპანური პრესის ინფორმაციით, ადანი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლის გაყიდვასაც “რეალი” სეზონის ბოლოს გეგმავს.

სავარაუდოდ, “ლევანტეს” ადანის შეძენა 2 მილიონი ევრო დაუჯდება.

 

0.116661