გიორგი ადამია აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში დაბრუნებას აპირებს.
32 წლის ფორვარდი შარშან ზაფხულში “ზესტაფონში” ჩაირიცხა, მაგრამ კლუბში მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ, იმერლებთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ადამია აზერბაიჯანში 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა და ამ ქვეყნის ჩემპიონიცაა. ის, ბადრი კვარაცხელიას შემდეგ აზერბაიჯანის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი გოლეადორია.
ყოველივედან გამომდინარე, წესითა და რიგით, ადამიას აზერბაიჯანში კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს.