კალათბურთი

18:17 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აჭარის კალათბურთის ფედერაცია კორძაძეს ჩააბარეს

 

აჭარის კალათბურთის ფედერაცია ვეტერან კალათბურთელს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ გოდერძი კორძაძეს ჩააბარეს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, საკალათბურთო კლუბ “ბასტიონის” დამაარსებელმა და მთავარმა მწვრთნელმა კახა შენგელიამ განუცხადა, რომელიც კორძაძემდე აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

“იმის გამო, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩენებში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, ამ მიზეზით აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ჩემი სურვილით დავტოვე. კორძაძე, რომელიც ჩემი მოადგილე იყო, პრეზიდენტის პოსტზე აჭარის კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ აირჩია,” – გვითხრა შენგელიამ.

0.126546