ფეხბურთი

23:52 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია და ჭანტურია – საშიში არაფერია

საქართველო-შვეიცარიის 19-წლამდელთა მატჩში გიორგი აბურჯანია დაშავდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. გარდა ამისა, ნიკა ჭანტურიას ორჯერ დაჭირდა ექიმების დახმარება – ფეხი სტკიოდა.

თუმცა, საბედნიეროდ, საშიში არაფერია, ისინი უკეთ არიან და 27 მაისს კვიპროსთან თამაშს შეძლებენ.

გეცოდინებათ, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფის პირველ ტურში 2:0 სძლიეს შვეიცარიას და პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვთ. 

0.116306