ჭიდაობა

16:48 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბულაძე მსოფლიოს ოქროს მიუახლოვდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ (46 კგ) სლოვაკეთის ქალაქ სნინაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.

უმაღლესი ტიტულის მოსაპოვებლად ქართველი სპორტსმენი რუსეთის ნაკრების წევრ ვიქტორ ვედერნიკოვს დაუპირისპირდება.

დღესვე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში: 42, 69, 76 და 85 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა, მაგრამ... ირაკლი ძიმისტარაშვილმა (42 კგ), დემურ ქავთარაძემ (69 კგ), გურამ ხეცურიანმა (76 კგ) და დავით გოგიძემ (85 კგ) მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა დილის პროგრამაში დაასრულეს.

პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, დავით ბედინაძის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე სამი მედალია - ჯონი ხეცურიანისა (50 კგ) და ზვიად პატარიძის (100 კგ) ოქროები და ნიკოლოზ ჭიკაიძის (63 კგ) ბრინჯაო.

 

0.117345