ფრანგული “ლორიანის” აწ უკვე ყოფილი შემტევი, ვინსენტ აბუბაქარი, კარიერას “პორტუში” განაგრძობს. ტრანსფერი “დრაკონების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
აბუბაქარმა პორტუგალიურ გრანდში 99-ნომრიანი მაისური მოირგო და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო იქნება.
კამერუნელი “ლორიანში” გასულ ზაფხულს გადავიდა და 37 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი