სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
თამაშგარე

11:19 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩს მასიმო მორატიმ მიბაძა

რამდენიმე თვის წინათ, ევროპულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ებრაელმა მილიარდელმა და ლონდონის საფეხბურთო კლუბ ”ჩელსის” მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ისადილა და ეს სიამოვნება 45 ათასი ევრო დაუჯდა.

როგორც ჩანს, რუს-ებრაელი მილიარდელის მსუნაგობამ ერთგვარი შთაგონება მიანიჭა მილანის “ინტერის” ყოფილ მფლობელს, მასიმო მორატის, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ, მილანის ყველაზე ფეშენებელურ რესტორანში ბიზნეს-პარტნიორები დაპატიჟა და გრანდიოზულად გაუმასპინძლდა.

როგორც “ყვითელი” იტალიური პრესა იუწყება, მასიმო მორატის ზემოთაღნიშნული სუფრა 37 ათასი ევრო დაუჯდა და გადახდილი თანხის უმრავლესობა ძვირადღირებული ღვინოების ფასმა შეადგინა. იტალიელს რომ ღვინის არჩევა არ გაუჭირდებოდა – ცხადია...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.151638