გამოცდილი ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი, ბელგიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისათვის განაცხადში მოხვდა.
33 წლის ფეხბურთელი ღვიძლის გადანერგვის შემდეგ დიდ ფეხბურთში დაბრუნდა და მართალია “ბარსელონას” დატოვება მოუხდა, მაგრამ “მონაკოსთან” ერთად იმდენად ნაყოფიერი წინასასეზონო შეკრება გაიარა, რომ დიდიე დეშამმა მას ნაკრების შეკრებაზე უხმო.
ამან აბიდალს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის იმედი გაუჩინა და Reuters-ს განუცხადა:
“მსგავსის იმედი აღარ მქონდა და მოხარული ვარ ნაკრებში ისევ რომ მიმიწვიეს. თუ “მონაკოში” კარგი სეზონი მექნება, რაღა თქმა უნდა ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების იმედიც გამოჩნდება”.