ფეხბურთი

14:53 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბიატი წასვლაზე არ ფიქრობს

“მილანის” მეკარემ კრისტიან აბიატიმ Forza Italian Football-ს უთხრა, რომ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა შემდეგ სეზონში. 36 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც “მილანის” მაისური ჯერ კიდევ 1998 წელს მოირგო, კლუბში თავის კონკურენტ გაბრიელზეც ისაუბრა.

“გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. მირჩევნია, სეზონის დასრულებას დაველოდო და შემდეგ ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. ამჯერად კი მთელი ჩემი ყურადღება იტალიის ჩემპიონატზეა გადართული. სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა ჩემთვის პრობლემა არაა. ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაჯავშნული არავის აქვს. ჯანსაღ კონკურენციას ყოველთვის მივესალმებოდი და ახლაც ასეა. გაბრიელი ძალიან კარგი მეკარეა. მან “მილანში” გადმოსვლის შემდეგ საგრძნობლად გააუმჯობესა თამაში. თავის თავზე ბევრს მუშაობს და ერთადერთი, რაც აკლია, გამოცდილებაა” – ციტირებს აბიატის სიტყვებს Forza Italian Football.

0.118324