ფეხბურთი

18:46 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბელ ერნანდესს გუნდის გამოცვლა უნდა

იტალიური “პალერმოს” ურუგვაელ შემტევს, აბელ ერნანდესს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ის გუნდის გამოცვლას მოასწრებს.

გასული სეზონის ცუდად ჩატარების გამო, “პალერმო” სერია B-ში გავარდა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ერნანდესს სიცილიური გუნდის დატოვება უნდა.

“კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა, გამიშვებდნენ. ჩემის აზრით, ასეთი შეთავაზება არსებობს. არ მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი ხელიდან გავუშვა.” – ციტირებს აბელ ერნანდესის სიტყვებს Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის სამხრეთ ამერიკელის დამატების სურვილს “ჯენოა” და “სასუოლო” გამოთქვამენ.

0.115051