მოკლედ, ვერაფერს გაუგებს კაცი, მსოფლიო კრივის ლეგენდას, მაიკ ტაისონს. “რკინის მაიკმა“ ამასწინათ განაცხადა, რომ 2009 წელს, როდესაც შვილი გარდაეცვალა, ნერვიული სტრესის გამო, თავის მოკვლა რამდენჯერმე სცადა და მისი სიცოცხლე ექიმებმა შემთხვევით იხსნეს.
ტაისონის ამ სკანდალურ განცხადებას ამერიკულ მედიაში ბუნებრივია სათანადო გამოხმაურებებიც მოჰყვა. ჟურნალისტებმა მაიკის პირადი ექიმიც გამოკითხეს, რომელმაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – 2009 წელს მაიკს სულ თავზე დავტრიალებდი და თვითმკვლელობის მცდელობა მისგან არ მახსოვსო.
ალბათ იმაზე თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ მაიკ ტაისონს პოპულარობა უბრალოდ არ აკლია და საკუთარი პოპულარობის მოსახვეჭად ასეთი რამეების მოგონება წესით არ უნდა სჭირდებოდეს. თუმცა, ტაისონის ნაცვლად ყველაფერზე მთლად მაინც ნუ დავდებთ თავს...