კალათბურთი

19:44 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბაიშვილი მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის მონაწილე "რუსთავის" უკანახაზელმა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ქაქუცა (მალხაზ) აბაიშვილმა ტრავმირებულ ფეხზე თაბაშირი მოიხსნა და მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "რუსთავის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

"ვარჯიშის დაწყების მიუხედავად, აბაიშვილი მინიმუმ ვერც მიმდინარე ჩემპიონატის მე-7 ტურში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "შსს აკადემიასთან" ითამაშებს," - გვითხრა ჯიოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბაიშვილმა მარჯვენა ფეხის კოჭის იოგოვანი ქსოვილი საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველ ტურში ქვეყნის ექს-ჩემპიონ "არმიასთან" შეხვედრაში დაიჭიმა და ამის შემდეგ აღარ უთამაშია.

0.149371