კალათბურთი

20:36 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

A ჯგუფმაც დაიწყო

 გრანადასა და ბილბაოში მსოფლიოს საკალათბურთო პირველობის A ჯგუფის 2 მატჩი, რომლებიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა, თუკი სერბებმა ეგვიპტესთან მოგება იოლად გაიფორმეს, წინა მუნდიალის ფინალისტმა თურქეთმა მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა ახალზელანდიელთა წინააღმდეგობა და მეტად დაძაბულ ორთაბრძოლაში იმარჯვა.

გრანადის “პალასიო მუნისიპალ დე დეპორტესის” პარკეტზე სერბებმა საწყისი 3 პერიოდი მოუგეს ახალ ზელანდიას და მეოთხე ფორმალობად აქციეს. ბალკანელთა დამრიგებელი საშა ჯორჯევიჩი შეხვედრის მსვლელობისას საშემადგენლო ექსპერიმენტის ჩატარებას არ ერიდებოდა და განაცხადში მყოფი 12-ივე კალათბურთელი ათამაშა. ამასთან, სერბთა რიგებში 22 წუთზე მეტი და 7 წუთზე ნაკლები არავის უასპარეზია.

ბილბაოს “ბისკაია არენაზე” დღეს მეორე მატჩი ჩატარდა. ერთადერთი ლეგიონერით მოთამაშე თურქეთმა ახალ ზელანდიასთან გადამწყვეტ უპირატესობას მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მიაღწია. ტუნჩერი-პრელძიჩ-სავაშის ტრიოს წყალობით ანატოლიელები დასკვნით მეოთხედში 15:0 “გაიქცნენ” და მეტოქის წინააღმდეგობაც გატეხეს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

ბილბაო. ჯგუფი A

ახალი ზელანდია – თურქეთი 73:76 (17:8, 21:20, 18:24, 17:24)

გრანადა. ჯგუფი A

ეგვიპტე – სერბეთი 64:85 (13:21, 18:22, 12:25, 21:17)

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.114004