ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს ინფორმაციით, “ბენფიკას” ჰოლანიელ შემტევს, ოლა ჯონს გუნდის გამოცვლა სურს.
21 წლის ოლა ჯონი “ტვენტედან” ბენფიკაში 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერი, რომელიც კომპანია Doyen Sports-ის ხელშეწყობით განხორციელდა, დაახლოებით 9 მილიონი ევრო დაჯდა. პორტუგალიური პრესის ცნობით, Doyen Sports-ი, რომელიც ოლა ჯონის სატრანსფერო უფლებების ნაწილს ფლობს, ფეხბურთელის მიერ კლუბის გამოცვლის წინააღმდეგ არაა.
როგორც ცნობილია, ოლა ჯონის გადაბირებით ამსტერდამის “აიაქსია” დაინტერესებული. ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ მისი გუნდის ნომერ პირველი სამიზნე სწორედ ოლა ჯონია.
იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდიელმა შემტევმა, პორტუგალიის ჩემპიონატის 20 თამაშში თავი მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგი არც “ბენფიკა” იქნება.