საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს “საუთჰემპტონი”, რომელსაც ექსპერტებისა და გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი, დიდი ხანია ჩავარდნას უწინასწარმეტყველებს. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. “წმინდანებმა” დაამტკიცეს, რომ ძლიერ კლუბებთან ტოლსწორად თამაში შეუძლიათ და დღეს გამართულ შეხვედრაში, “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოახერხეს, რითაც მე-3 პოზიცია დაიბრუნეს.
შეხვედრამ მოსაწყენად ჩაიარა და მეკარეებს საქმე საერთოდ არ ჰქონიათ. ერთადერთ ზუსტი დარტყმულს გოლი მოჰყვა, 69-ე წუთზე ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა გრაციანო პელემ ძელს გაარტყა, დამატებაზე ყველას შეცვლაზე შემოსულმა დუშან ტადიჩმა აჯობა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა – 0:1. “წმინდანებმა” 39 ქულა დააგროვეს და “იუნაიტედი” 2 ქულით მოიტოვეს უკან.
დღის მეორე შეხვედრაში “არსენალმა” “სტოკი” მიიღო შინ და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ლონდონელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველ 5 წუთში ორჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ბეგოვიჩმა ჯერ ალექსისს აჯობა, ხოლო შემდეგ როსიცკის. თუმცა, მე-6 წუთზე ლორან კოშელნის თავურს ვეღარაფერი მოუხერხა. მე-20 წუთზე სტუმართა კიპერმა ოლივიე ჟირუს არ გაატანინა, მაგრამ პირველ ნახევარში “მეთოფეებმა” მაინც მოახერხეს მეორე გოლის გატანა. 33-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შესანიშნავად ითამაშა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 49-ე წუთზე ჩილელმა ფეხბურთელმა ჯარიმა შეასრულა, მცირე რიკოშეტმა ბეგოვიჩი დააბნია და მესამე ბურთი გაუშვა – 3:0. არსენ ვენგერის გუნდმა 36 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა. “მეთოფეები” “მანჩესტერ იუნაიტედს” ერთი, ხოლო “საუთჰემპტონს” სამი ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდგომ მოედანს მესუთ ოზილი დაუბრუნდა, რომელმაც 73-ე წუთზე ჟირუ შეცვალა.
არსენალი – სტოკი 3:0 (2:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, მერტესაკერი, დებუში (ბელერინი 13), მონრეალი, კოკლენი, როსიცკი, ჩემბერლენი (უოლკოტი 68), კასორლა, სანჩესი, ჟირუ (ოზილი 73).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ვოლშაიდი, შოუკროსი, კამერონი, პიტერსი (მუნიესა 46), ნ’ზონზი (სიდუელი 46), ველანი, კრკიჩი (აირლანდი 73), უოლტერსი, არნაუტოვიჩი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 1:0 კოშელნი (6), 2:0;3:0 სანჩესი (33;49).
გაფრთხილებები: ვოლშაიდი, კამერონი, კრაუჩი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 14(6)-7(2), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 9-1, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-3
მანჩესტერ იუნაიტედი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (3-1-4-2): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი, შოუ (ბლეკეტი 64), ვალენსია, კერიკი, რუნი, მატა, დი მარია (ფელაინი 72), ვან პერსი (ერერა 61).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ალდერვეირელდი (გარდოში 21), ფონტე, კლაინი, ბერტრანი, დევისი (რიდი 80), ვანიამა, შნეიდერლენი, ელია (ტადიჩი 63), უარდ-პროუსი, პელე.
მწვრთნელი: ლუი ვან გაალი
გოლი: ტადიჩი 69.
გაფრთხილებები: ვან პერსი, კერიკი – ბერტრანი, ტადიჩი, პელე
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 10(0)-9(1), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-0
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 15. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი") - 9.