ქალ მოჭადრაკეთა საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იჩენდა შეხვედრები ტურნირის ლიდერთა ბელა ხოტენაშვილისა და მერი ჟორჟოლიანის მონაწილეობით, რომლებმაც პირველ ტურში შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
შავებით მოთამაშე ლიდერებიდან ხოტენაშვილი ალექსანდრა ვახანიას, ხოლო ჟორჟოლიანი ნინო ბაციაშვილს ხვდებოდა. ხოტენაშვილმა შეძლო ზედიზედ მეორე მოგების მოპოვება და ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. რაც შეეხება ჟორჟოლიანს, ამჟამად მას ხელი მოეცარა და დამარცხდა.
საქართველოს ჩემპიონატი. ქალები
მეორე ტური
სოფო გვეტაძე – სალომე მელია 0-1
ლელა ჯავახიშვილი – ნინო ხურციძე 1-0
ალექსანდრა ვახანია – ბელა ხოტენაშვილი 0-1
ნინო ბაციაშვილი – მერი ჟორჟოლიანი – 1-0
ანა კუჭავა – მერი არაბიძე 0-1
მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ
- ხოტენაშვილი – 2 ქულა
2-4. მელია, არაბიძე, ბაციაშვილი – 1.5-1.5
5-6. ჯავახიშვილი, ჟორჟოლიანი - 1-1
7-9. გვეტაძე, ხურციძე, კუჭავა - 05-0.5
10. ვახანია – 0