ფეხბურთი

18:49 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალგადო: “რონალდუმ “ოქროს ბურთი” დაიმსახურა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ თავისი თამაშით და მიღწევებით “ოქროს ბურთი” დაიმსახურა. “ოქროს ბურთისთვის” 3 ფეხბურთელი იბრძვის: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მანუელ ნოიერი. გამარჯვებული 12 იანვარს გაირკვევა.

“ამ სამ კანდიდატს შორის ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის “ოქროს ბურთის” მოგება. მან დაიმსახურა ეს პრიზი, გასულ წელს ის შეუდარებელი იყო. რონალდუს მშვენიერი სტატისტიკა და მიღწევები ჰქონდა. ხმის მიცემის უფლება რომ მქონდეს, ჩემს ხმას რონალდუს მივცემდი.”- სალგადოს სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

სალგადო “რეალის” ღირსებას 1999-დან 2009 წლამდე იცავდა. მცველმა “სამეფო” კლუბის რიგებში 254 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.124481