კალათბურთი

14:53 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” მეტრეველთან კონტრაქტი გაწყვიტა

იტალიის რანგით მე-2 ლიგა A2 გოლდში მოთამაშე “ნაპოლიმ” ქართველ კალათბურთელ ნიკა მეტრეველთან კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ნეაპოლური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

“ხელშეკრულების შეწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საგუძველზე მოხდა. აღნიშნულის მიზეზი დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც მეტრეველს იტალიაში ჩამოსვლის და აქ დარჩენის საშუალებას არ აძლევს”, - განაცხადა “ნაპოლის” პრეზიდენტმა მაურიციო ბარბიმ, თუმცა, კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი, იტალიელები არაფერს იტყობინებიან.

211 სმ. სიმაღლის მქონე ქართველი ფორვარდი, რომელსაც 14 იანვარს 23 წელის უსრულდება, ბოლო მატჩებში “ნაპოლის” რიგებში არ სჩანდა და მანამდეც, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა.

0.120076