ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-3 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველი ფორვარდის წილი, ტრადიციულად, უდიდესი იყო.
“ჩემპვილმა” “მუტაჰედი” 88:81 დაამარცხა, ცქიტიშვილმა კი 38 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ნიკოლოზმა 9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სა,ქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა მხრიდან 20 ქულა ჩააგდო ბასელ ბავჯიმ, სტუმართაგან კი ამერიკელი პერი პეტი გამოირჩა, რომელმაც 39 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი წაამატა.
“ჩემპვილი” 3 მოგებით და 4 მარცხით მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს სტუმრად “საგესესთან” ჩაატარებს.