სხვა

13:25 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერმა და მინისტრმა ხელბურთის დარბაზის მშენებლობა დაათვალიერეს

ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ექვსთვენახევარი დარჩა. მშენებარე სპორტული ობიექტები, მათ შორის ხელბურთის დარბაზი, მოინახულეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

არენა, რომელზედაც თბილისი 2015-ის სახელბურთო ტურნირი გაიმართება ორდარბაზიანი იქნება . მთავარი დარბაზი 3500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო მეორე არენაზე 800 მაყურებლის ადგილი იქნება. შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტსა და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მშენებლობას აწარმოებს კომპანია „სპორტმშენსერვისი“. დასრულება ივნისშია დაგეგმილი.

მეტი ფოტო:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.596510710482369.1073742017.153041141495997&type=1

0.120985