კალათბურთი

13:08 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის მორიგი ტრავმა და "სან დიეგოს" მარცხი "პეპერდაინთან"

დუდა სანაძის გუნდი „ვესთ ქოუსთის“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „პეპერდაინთან“ დამარცხდა. ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელებს ვერ დაეხმარა - მას ისევ ტრავმა აწუხებს და პეპერდაინელებთან მხოლოდ 10 წუთს, ისიც უშედეგოდ ითამაშა.

თუკი აქამდე დუდას ფეხის ტრავმა აწუხებდა, ახლა გვერდი სტიკვა, რომელიც 2 მატჩის წინ დაიშავა: „ტრავმების გამო ამ სეზონში ფორმაში ვერ ჩავდექი. ხან რა მაწუხებს და ხან რა, – გვითხრა სანაძემ, - ფეხის ტრავმა, რომელიც ჩემპიონატის დაწყებიდან მაწუხებდა და ამის გამო ხუთეულში ადგილი დავკარგე, როგორც იქნა, მოვირჩინე, მაგრამ ახლა გვერდი მაწუხებს, რომელიც 2 მატჩის წინ თამაშისას დავიშავე და დალურჯებამ დღემდე არ გამიარა“.

სანაძემ „პეპერდაინთან“ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ფორმაში რომ არ გახლავთ, შედეგიანობითაც ვერ გამოირჩა. დუდამ 2 ორქულინი და ამდენივე სამიანი ააცილა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 დაფარებით დაასრულა. ვერც ერთმა სანდიეგოელმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია და „ტორეროსი“ „პეპერდაინთან“ 47:59 დამარცხდა.

2 მოგებითა და 4 მარცხით „სან დიეგო ტორეროსი“ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 15 იანვარს, სტუმრად „სეინთ მერისთან“ გამართავს.

www.gbf.ge

0.115649