“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას 1 ივლისიდან დაიცავს. ინფორმაცია ამერიკული კლუბის დირექტორმა კლაუდიო რეინამ დაადასტურა. თურმე ფეხბურთელს ხუთშაბათს ნიუიორკელებთან კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმებია.
პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ინგლისელი მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია და არა “ნიუ იორკ სიტისა”.
გამოვლინდა, რომ ვეტერანმა ნახევარმცველმა ამერიკელებთან მხოლოდ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი არ გაუფორმებია. “ნიუ იორკმა” ეს ინფორმაცია დამალა და მარკენტინგული თვალსაზრისით კარგადაც იხეირა: გულშემატკივრებმა ლამპარდის მაისურები და სპორტული ატრიბუტიკა შეიძინეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ინგლისელს მათ გუნდთან არაფერი აკავშირებს.
დღეს კი ამერიკელებმა ლამპარდის კონტრაქტის გააოფიციალურეს და მითქმა-მოთქმასაც ბოლო მოეღო. 36 წლის ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს და ზაფხულში ამერიკულ კლუბს მიაშურებს.