ფეხბურთი

12:49 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” იგუაინის ყიდვას აპირებს

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Independent-ის ცნობით, “ლივერპული” იანვრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა რამდენიმე წარუმატებელი ტრანსფერი განახორციელა, კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის თავდასხმის გასაძლიერებლად სოლიდური თანხის გამოყოფას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ახლოს არიან იტალიური “ნაპოლის” შეტევის ხაზის ლიდერის, არგენტინელი გონსალო იგუაინის შეძენასთან და მის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგიც გაამზადეს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მისი წარმატებით დასრულება დროის საქმეა. 27 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 9 გოლია.

პარალელურად, როჯერსი და კლუბის მენეჯერები იტალიელი მარიო ბალოტელის გასხვისების ვარიანტებს ეძებენ. მარიო ენფილდზე” საშინლად თმაშობს (12 მატჩში არცერთი გოლი) და მასში გადახდილი 16 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან პენსიც ვერ გამოიმუშავა. 24 წლის იტალიელის შეძენა ფრანგულ პსჟ-ს სურს, მაგრამ იმისათვის, რომ ფინანსური ფეირ-პლეის ფარგლებში ჩაეტიოს, პარიზელებმა ედინსონ კავანისა და ესეკიელ ლავესის წყვილიდან რომელიმე უნდა გაყიდონ. მსურველები მრავლად არიან, თუმცა, მოლაპარაკებები ჯერჯერობით მდორედ მიმდინარეობს. თუ პსჟ ფასის დაკლებას დათანხმდება, საკითხის გადაწყვეტის კვანძიც გაიხსნება.

გარდა ამისა, ინგლისელებს “ოლიმპიაკოსის” ვარიანტიც აქვთ, მაგრამ ბერძნებს ბალოტელის იჯარის წესით აყვანა სურთ, მაშინ, როდესაც “ლივერპული” მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.

ცოტა ხნის წინ “ლივერპულმა” ხელიდან “ბაიერნის” შვეიცარიელი შემტევის ჯერდან შაჩირის შეძენის შანსი გაუშვა - მან იტალიური “ინტერის” ვარიანტი ირჩია.

0.105103