მილანის “ინტერის” ნატურალიზებულმა იტალიელმა თავდამსხმელმა პაბლო ოსვალდომ შესაძლოა სულ მალე გუნდი შეიცვალოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, რობერტო მანჩინი ფეხბურთელის გაშვებაზე თანახმაა. ოსვალდოს მიმართ ინტერესს კი ყველაზე მეტად სერია A-ს ორი გუნდი, “ტორინო” და “ჯენოა” იჩენს.
პაბლო ოსვალდოს სატრანსფერო უფლებები ინგლისური “საუთჰემპტონის” საკუთრებაა. ფეხბურთელი მილანელთა რიგებში მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა. ვალტერ მაცარი მას ხშირად ენდობოდა, თუმცა მანჩინი ნაკლებად სწყალობს. ჩემპიონატში მან თავის ხუთჯერ გამოჩენა მაინც მოასწრო.
“ინტერის” გარდა, 28 წლის თავდამსხმელს აპენინზე “ლეჩეს”, “ატალანტას”, “ფიორენტინას”, “ბოლონიას”, “რომასა” და “იუვენტუსის” ღირსება დაუცავს.