იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის ”იუვენტუსის” თავდამსხმელის სებასტიან ჯოვინკოს მიმართ დაინტერესებას ლონდონის “ტოტენჰემი” იჩენს. ჯოვინკოს ზაფხულში “იუვესთან” კონტრაქტი ეწურება და შესაბამისად, “დეზებს” 27 წლის ფეხბურთელის უფასოდ ხელში ჩაგდება შეეძლებათ.
ჯოვინკო ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ფაქტობრივად საერთოდ ვერ ხვდება. ჩია ტანის თავდამსხმელი “ბებერი ქალბატონის” სკოლის აღზრდილია. “იუვეს” გარდა, მას “პარმას” შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.