სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:04 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” გაძლიერებას აპირებს

იტალიური გამოცემის “ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, სერია A-ს აუტსაიდერი ემილიური “პარმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის აქტიურად გამოყენებას გეგმავს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, რობერტო დონადონის თავის გუნდში რომის “ლაციოს” ურუგვაელი ნახევარმცველის ალვარო გონსალესისა და “ტორინოს” შუახაზელის ანტონიო ნოჩერინოს ხილვა სურს. გონსალესი რომაელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, იგივე პრობლემის წინაშეა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელიც. აღსანიშნავია, რომ ნოჩერინოს სატრანსფერო უფლებები “მილანს” ეკუთვნის.

“პარმა” მიმდინარე სეზონს ძალზე წარუმატებლად ატარებს, მხოლოდ ცხრა ქულა აქვს და “ჩეზენასთან” ერთად ბოლო ორ ადგილს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.116141
სარეკლამო ადგილი - 99
X x X