20 წლის ირაკლი გოგინაშვილმა მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი “საქსანში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიაში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ქართველი ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე მოლდოვაში დარჩება. ის “საქსანს” უკვე შეუერთდა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- ახალ წელს როგორ შეხვდი?
- ახალ წელს მეგობრებთან ერთად საქართველოში ერთ-ერთ სამთო კურორტზე შევხდი, ხოლო შემდეგ მეგობრებთან ერთად სახლში თბილისში დავბრუნდი.
- მოლდოვური ამინდი მოგწონს? ახლა საქართველოშიც ცივა?
- საქართველოში უფრო თბილა. რა თქმა უნდა, აქ შედარებით სიცივეა, მაგრამ საშიში არაფერია.
- შენი აზრით, ჩემპიონატის მეორე ნახევარში “საქსანი” როგორ ითამაშებს?
- ვფიქრობ, საპრიზო ადგილის დაკავება შეგვიძლია. ამჟამად, გუნდი მეოთხე ადგილზეა, რაც კარგი შედეგია. საპრიზო სამეულში მოსახვედრად ბრძოლა შეგვიძლია.
- შეგიძლია მთავარი კონკურენტები დაასახელო?
- თუ მესამე-მეოთხე ადგილებზე ვისაუბრებთ კონკურენტები “ტირასპოლი” და “მილსამია”, ხოლო ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები უდავოდ “შერიფი” და “დაჩიაა”. თუმცა, ჩვენ ყველაზე მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.
- თანაგუნდელებიდან ვინმეს უკვე ესაუბრე?
- იგორ დიმას, ვანია პროდანს, სენინ სიბაის დავურეკე. ჩვენ მეგობრული გუნდი გვყავს, რაც ფეხბურთში მთავარია.