იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანის” ფრანგმა მცველმა ფილიპ მექსემ მუხლის ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა 10 იანვარს “ტორინოსთან” სერია ა-ს მე-18 ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
32 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება 2014 წლის 30 დეკემბერს დუბაიში მადრიდის “რეალთან” ამხანაგურ მატჩში მიიღო და 6 იანვარს “სასუოლოს” წინააღმდეგ ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი გამოტოვა. თავიდან მოსალოდნელი გახლდათ, რომ ფრანგი ერთი თვე იუქმებდა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით განვითარდა.
მიმდინარე სეზონში ფილიპ მექსემ მილანელთა მაისურით მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.