ფეხბურთი

13:21 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაქირიმ “ინტერთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა

შვეიცარიი ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი შემტევი ხერდან შაქირი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ეს უკვე ცნობილი იყო, თუმცა ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობა ფეხბურთელის იჯარის შესახებ მცდარი აღმოჩნდა.

თავდაპირველად, ბებერი კონტინენტის საინფორმაციო საშუალებები 23 წლის ფეხბურთელის “ნერაძურის” შემადგენლობაში განათხოვრებას იუწყებოდნენ. სინამდვილეში, შაქირიმ მილანელებთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

0.113103