ჩოგბურთი

13:08 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე საპრიზო ფონდი 40 მილიონი გახდა

2015 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი, 40 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Australiaopen-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ქალების, ასევე კაცების ერთეულთა თანრიგში ტურნირის გამარჯვებული 3.1 მილიონ ამერიკულ დოლარს დაისაკუთრებს.

Australia Open-ის ძირითადი ბადის პირველივე რაუნდში დამარცხებული ჩოგბურთელი 34 500 ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

2007 წლიდან სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი 2-ჯერ გაიზარდა.

გთავაზობთ ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდის მატების დინამიკას 2007-წლიდან.

2007 $20,000,000

2008 $20,600,000

2009 $23,140,000

2010 $24,094,000

2011 $25,005,635

2012 $26,000,000

2013 $30,000,000

2014 $33,000,000

2015 $40,000,000

Australian Open-ის ტურნირი 19 იანვარს იწყება.

0.117497