ფეხბურთი

12:15 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ და ყაზაიშვილმა მწარე მარცხი იწვნიეს

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეკრებაზე მყოფმა არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიაში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, ამხანაგური მატჩი ბელგიის “ანდერლეხტთან” ჩაატარა და 0:5 დამარცხდა.

გუნდის კაპიტანმა ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ და შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა არნემელებში სრულად ითამაშეს.

ბელგიელებიდან 29-ე წუთზე ანგარიში გოჰი ბიმ გახსნა, 53-ეზე დენდონკერმა მეორე გოლი გაიტანა, 68-ეზე ლეია ისაკამ მეტოქის კარი მესამედ აიღო, 72-ეზე მას მხარი მიტროვიჩმა აუბა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ ტარფიმ წერტილი დასვა.

0.116869