ფეხბურთი

10:51 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კარდიფი” ლურჯ ფერს იბრუნებს

დღეს საღამოს ინგლისის ჩემპიონშიპის უელსური კლუბი “კარდიფი” ლონდონის “ფულჰემს” ლურჯ ფერებში შემოსილი დაუხვდება.

კლუბის გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. BBC-ს ცნობით, გუშინ გაიმართა შეხვედრა კლუბის მფლობელსა და გულშემატკივრებს შორის და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ “მერცხლები” ისტორიულ ლურჯ ფერს დაიბრუნებენ. გადაწყდა ისიც, რომ ლოგოზე დაბრუნდება ძველი სიმბოლო. ამჟამად კარდიფელი ფეხბურთელების მკერდს დრაკონი ამშვენებს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კლუბის მფლობელი ტანი გახდა, სათამაშო ფორმის ფერი წითლით შეცვალა და ამან გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. მსგავსი რებრენდინგი ტანმა იმით ახსნა, რომ სურდა კლუბის ატრიბუტიკა საზღვარგარეთის ბაზარზე გაეტანა, თუმცა მალაიზიელის ამ ნაბიჯმა არ გაამართლა.

თეგები“კარდიფი”
0.114184