სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:47 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიკსი” ფაცაციას მომავალ კლუბთან დამარცხდა

ვთბ-ლიგაში ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” “ნიჟნი ნოვგოროდს” ეთამაშა და ლევან ფაცაციას მომავალ კლუბთან 78:89 დამარცხდა.

ფაცაცია რუსეთის ვიზის მოლოდინშია და ახალ გუნდს ახლო მომავალში შეუერთდება, სანიკიძე კი კვლავაც ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის მსხვერპლი გახდა. ყაზანელთა დამრიგებელმა არგირის პედულაკისმა ზედმეტ მე-7 უცხოელად ისევ ქართველი ფორვარდი მიიჩნია და ალბათ, მას ევროლიგის მოახლოებულ მატჩში დატვირთავს.

გასულ შეხვედრაში “უნიკსს” 15-15 ქულით ამერიკელებმა ლენგფორდმა და ჯერელსმა და ბერძენმა კაიმაკოღლუმ ულიდერეს. ამერიკელი ლეგიონერები წარუძღვნენ გამარჯვებისკენ ნიჟნი ნოვგოროდსაც. როჩესტიმ 22 ქულა ჩააგდო, ტომპკინსმა კი 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ყაზანელებმა ვთბ-ლიგაში პირველი მარცხი განიცადეს და მყის მე-4 ადგილამდე დაქვეითდნენ, ლიდერი კი სწორედ ხსენებული “ნიჟნი ნოვგოროდია”, რომელსაც საქართველოში ნამუშევარი ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგატსკისი წვრთნის.

13 ნოემბერს “უნიკსი” და “ნიჟნი ნოვგოროდი” უკვე ევროლიგის ეგიდით ითამაშებენ და ყაზანელებს რევანშის საშუალება მიეცემათ, იმედია, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115966