ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაგეგმილი იანვრის სუპერტურნირის საწყის დღეებში ურთულესი ბრძოლები ელის.
შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშო 11-25 იანვარს ჩატარდება, ტოჩინოშინი კი პირველ ტურებში ძალებს მონღოლ იოკოძუნებთან მოსინჯავს, ჯერ ჰარუმაფუჯისთან, შემდეგ კი – ჰაკუჰოსთან.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე მომავალ შეჯიბრს დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ხვდება, ფავორიტებთან კი უარყოფითი ბალანსი გააჩნია. ქართველი გოლიათი ჰარუმაფუჯისთან ურთიერთშეხვედრებში 4:13 მარცხდება, ჰაკუჰოსთან კი 16-ვე ბრძოლა წაგებული აქვს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-2 ნომერია, პირველ შერკინებას კი ექს-სეკივაკე ასასეკირიუსთან გამართავს, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთის მე-2 ნომერი გახლავთ.