ინგლისურ მედიასთან საუბარში ლონდონის “არსენალის” დამრიგებელმა არსენ ვენგერმა მადრიდის “რეალის” ესპანელი შემტევის ისკო ალარკონის შეძენა გამორიცხა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, “მეთოფეები” ისკოს დახმარებას არ საჭიროებენ.
“ისკოს მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია. მის პოზიციაზე პრობლემები არ გვაქვს. მისახედი დაცვის ხაზია” – განაცხადა ვენგერმა.
22 წლის ესპანელი მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ვერ ხვდება. მიმდინარე სეზონში მან “ლა ლიგაში” 15 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.