ფეხბურთი

21:25 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქალაქელთა” შავი სია

ინგლისური გამოცემის “დეილი მეილის” ვარაუდით “მანჩესტერ სიტის” ოთხ ფეხბურთელთან გამომშვიდობება გადაწყვეტილი აქვს. მანუელ პელეგრინის “შავ სიაში” ესპანელი ალვარო ნეგრედო, მონტენეგროელი სტევან იოვეტიჩი, სერბი მატია ნასტასიჩი და ინგლისელი სკოტ სინკლერი მოხვდნენ.

ესპანელი თავდამსხმელი ამჟამად “ვალენსიაში” იჯარის წესით ასპარეზობს და მის გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევრო სახელდება. 25 წლის იოვეტიჩის მიმართ კი სერიოზულ ინტერესს ანდალუზიური “სევილია” იჩენს. მატია ნასტასიჩის სახელს ყველაზე მეტად ორ კლუბს, მილანის “ინტერსა” და გელზენკირხენის “შალკეს” უკავშირებენ. რაც შეეხება სინკლერს, მისი მომავალი ბუნდოვანია.

თეგები“სიტი”
0.115144