ბირმინგემის “ასტონ ვილა” “ვალენსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველით კარლეს ხილით დაინტერესდა – იუწყება ესპანური გამოცემა Superdeporte.
22 წლის ფეხბურთელს “ღამურებში” არსებული კონკურენციის დაძლევა უჭირს და თამაში იშვიათად უწევს. რის გამოც, კარლესი შესაძლოა კლუბის შეცვლაზე დაფიქრდეს. ზემოთ აღნიშნული გამოცემის ცნობით, ბირმინგემული კლუბი მზადაა მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გაიღოს. ასევე გამორიცხული არაა, რომ კლუბები საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.
მიმდინარე სეზონში ხილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში, თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.