ფეხბურთი

19:55 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანოგო “კრისტალ პალასს” უახლოვდება

ლონდონის “არსენალის” ფრანგმა ფორვარდმა იაია სანოგომ შესაძლოა, განათხოვრების წესით “კრისტალ პალასს” მიაშუროს.

L'Equipe-ს ცნობით, მხარეები ექვსთვიანი იჯარის შესაძლებლობას უკვე განიხილავენ, “არწივების” ახალი მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ 21 წლის ფეხბურთელის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენს და სავარაუდოდ, შეთანხმებაც შედგება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგს ასევე განათხოვრების წესით “ბორდოში” გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა მისი პრემიერლიგაში დარჩენა მოითხოვა. სანოგოს მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

0.114286