ავსტრალიაში მიმდინარე ბრისბენის ტურნირის მეოთხედფინალში დიდი სლემის 17-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა, მსოფლიო რეიტინგის 125-ე ნომერი ავსტრალიელი ჯეიმს დაკვორტი 6:0, 6:1 გაანადგურა.
ფედერერს მატჩის მოსაგებად 41 წუთი დასჭირდა. როჯერმა 12 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ავსტრალიელს არც ერთი ეისი არ მოუწოდებია.
ტურნირის ნახევარფინალში შვეიცარიელის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში სლოვაკ მარტინ კლიჟანს 6:3, 6:4 სძლია.
“ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. კორტზე საკმაოდ აგრესიული ვიყავი, მთელი მატჩი მეტოქეზე ზეწოლას ვახდენდი. მიხარია შეხვედრა ზედმეტი დაძაბულობის გარეშე რომ მოვიგე, რადგან გუშინ საკმაოდ სანერვიულო მატჩი გამომივიდა”- განაცხადა ფედერერმა.
მატჩის საუკეთესო მომენტები