ფეხბურთი

16:11 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილს კონკურენცია არ აშინებს

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის ტიხვინის “ტოსნოს” მეკარემ ნუკრი რევიშვილმა ინტერნეტპორტალ sportsdaily.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია.

- ახალი წლის დღესასწაული როგორ გაატარეთ?

- საუცხოოდ. თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდება, მაშინვე სამშობლოში მივდივარ. მითუმეტეს, შვებულების დროს. სხვაგან არსად წასვლა არ მიცდია, რადგან სახლშიც კარგად დავისვენე. პოზიტიური ემოციები მივიღე.

- ალბათ, დრო არ გეყოთ და შვებულების გაგრძელება გსურდათ?

- სიმართლე გითხრათ ფეხბურთი მომენატრა. ჩემთვის ერთი თვე დასვენება საკმარისია.

- გუნდში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია როგორ აღიქვით – ახალი სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების მოსვლა?

- პრესა ერთს წერს, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს. პირველი შეკრების წინ გუნდი შეიკრიბება და ვისაუბრებთ, რის შემდეგ ნათელი გახდება კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს რა სურს.

- ალექსანდრ გრიგორიანის ხელმძღვანელობით “ლუჩ-ენერგიას” მიერ ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვით?

- “ლუჩთან” ჩატარებულ პირველ მატჩში, როდესაც 1:4 წავაგეთ და მეორეშიც, რომელიც 2:1 მოვიგეთ, მეტოქეზე ცუდად ვითამაშეთ. “ლუჩი” უკეთ გამოიყურებოდა. პრინციპში, ჩემთვის გასაგებია გრიგორიანს რა სურს და მისი სამწვრთნელო ფილოსოფია. იმედია, რომ მისი ხელმძღვანელობით “ტოსნო” ასევე კარგად ითამაშებს.

- თუმცა, გრიგორიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ სერგეი ნარუბინის “ტოსნოში” მოსვლა ლეგიონერების ლიმიტს უკავშირდება, ხოლო თქვენ ლეგიონერი ხართ...

- ვნახოთ, სეზონის განმავლობაში რა იქნება.

- სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის არ გეშინიათ?

- რუსეთში 10 წელია ვთამაშობ და ლეგიონერებზე ლიმიტი ჩემზე ყოველთვის ვრცელდებოდა. ამიტომ, მიჩვეული ვარ და ჩემთვის ეს სიახლე არაა.

0.270521