ჭადრაკი

15:41 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ქალ მოჭადრაკეთა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს

დღეს, ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა შორის საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის გახსნა შედგა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი ესწრებოდა, რომელიც პარალელურად ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტია.

აზმაიფარაშვილის განცხადებით, ქალთა შორის ევროპის 2015 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატს საქართველო მაისის მეორე ნახევარში უმასპინძლებს. აღნიშული ტურნირის ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო მოგვიანებით დაზუსტდება. რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებს, მოგვიანებით მოგაწვდით.

0.13533