ფეხბურთი

15:13 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: “ანჩელოტი  მოურინიოზე უკეთესია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა იკერ კასილასმა ესპანურ გამოცემა “El partido de las 12”-ის ჟურნალისტთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ფეხბურთელმა “სამეფო კლუბის” ყოფილ თავკაცთან ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია.


კარლო ანჩელოტი თუ ჟოზე მოურინიო?

- ანჩელოტი მოურინიოს სჯობია, პორტუგალიელთან დალაგებული და სტაბილური ურთიერთობა არასდროს მქონია, ის ჩემთან არაფერზე ლაპარაკობდა. ახლა ჩვენი გზები გაიყარა და მოურინიოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტთან ასეთი რამ არასდროს მოხდება.”

რას უსურვებდით ჟოზე მაურინიოს და შეხვედრის დროს თუ ჩამოართმევთ ხელს?

- მოურინიოს ხელმძღვანელობით “რეალმა“ უამრავი ტიტული მოიგო და ყველაფრის მიუხედავად, მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მის ამჟამინდელ გუნდში. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, რა თქმა უნდა, თუ ჟოზეს სადმე შევხვდები აუცილებლად მივესალმები და ხელს ჩამოვართმევ. იმედი მაქვს, ისიც ანალოგიურად მოიქცევა.

ხომ არ ფიქრობთ, წასვლაზე?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ სურვილი მაქვს კარიერა “რეალში” დავასრულო”.

თქვენი აზრით ვინ გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

- ვფიქრობ “ოქროს ბურთს” კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს, რადგან მან მართლაც შესანიშნავი სეზონი ჩატარა და შესანიშნავი შედეგი აჩვენა.

ბოლო პერიოდში საუბრობენ, რომ “რეალი” მესის შეძენას აპირებს, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ იმდენად კარგი გუნდი გვყავს, რომ მისი შეძენა არ გვჭირდება.

0.114336