ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და “ასტონ ვილას” მცველმა რონ ვლაარმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა და 4-დან 6 კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს. შესაბამისად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის რომელიმე სხვა კლუბში გადასვლა უკვე გამოირიცხა.
29 წლის ჰოლანდიელს ბირმინგემელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და 2015 წლის ზაფხულში ვლაარი თავისუფალი აგენტი გახდება. ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის ევროპული მედია მცველს რამდენიმე წამყვან კლუბს უკავშირებდა, მათ შორის “ნაპოლის” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელის შეძენა არავის სურს.
მიმდინარე სეზონში ვლაარმა პრემიერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის მოედანზე საშუალოდ 77 წუთს ატარებს. ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება 6.5 მილიონ ევროს შეადგენს.