გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 3 მატჩი გაიმართა.
“მედისონ სქუეარ გარდენში” “ნიუ იორკ ნიქსი” “ჰიუსტონთან” 96:120 დამარცხა. ნიუ იორკულმა კლუბმა ვერცერთი პერიოდის მოგება მოახერხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ (25 ქულა, 9 პასი). ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა 10 მოხსნა). “ნიუ იორკმა” ზედიზედ 14 მატჩი წააგო, რაც კლუბის ანტირეკორდია. გუნდს ბოლო 25 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, 13 დეკემბერს გასვლით მატჩში “ბოსტონს” სძლია. დერეკ ფიშერის შეგირდება საკუთარ დარბაზში ბოლოს 23 ნოემბერს “ფილადელფია” დაამარცხეს. ნიუ იორკული კლუბი ჯეიარ სმიტმა და აიმან შამპერტმა დატოვეს, რომლებიც “კლივლენდში” გადავიდნენ. ამას ისიც დაემატა, რომ მუხლის ტრავმის გამო სავარაუდოდ გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ დ ლიგიდან 23 წლის გამთამაშებელი ლენგსტონ გალოვეი დაიმატეს, რომელმაც “ჰიუსტონს” 19 ქულა ჩაუგდო. “ნიუ იორკისთვის” სეზონი ფაქტობრივად დამთავრებულია. კლუბი 5 მოგებით და 34 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილზე იმყოფება.
“ტორონტომ” შინ მოულოდნელად მაიკლ ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსთან” 95:103 წააგო. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “შარლოტმა” 25:14 მოიგო. მატჩის საუკეთესო მექულე ჯერალდ ჰენდერსონი გახლდათ - 31 ქულით. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანდური კლუბის ლიდერი დემარ დეროუზანი უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში “ტორონტო” მესამეზეა, “შარლოტი” მეათეზე.
“ტორონტო რეპტორსი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 95:103 (23:31, 29:19, 14:25, 29:28)
“ტორონტო”: ლოური (24 ქ. 7 პ. 7 მ.), უილიამსი (15 ქ.), ვასკესი (11 ქ.), ვალანჩუნასი (10 ქ. 6 მ.), ჰენდსბრო (9 ქ.), პატერსონი (7 ქ.), ჯონსონი (7 ქ.), როსი (7 ქ.), ჯონსონი (5 ქ.)
“შარლოტი”: ჰენდერსონი (31 ქ.), უოლკერი (29 ქ. 8 პ. 7 მ.), უილიამსი (13 ქ.), კიდ-გილჩისტერი (10 ქ. 12 მ.), ბიომბო (6 ქ. 6 მ.), რობერტს (5 ქ.), ნილი (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=RbvSgmI4rVU
“ნიუ იორკ ნიქსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 96:120 (22:27, 20:29, 27:37, 27:27)
“ნიუ იორკი”: ვეარი (21 ქ.), გალოვეი (19 ქ.), ეარლი (16 ქ.), ეისი (11 ქ.), პრიჯიონი (9 ქ.), ჰარდევეი (7 ქ.), სმიტი (6 ქ.), ლარკინი (3 ქ.)
“ჰიუსტონი”:ჰარდენი (25 ქ. 9 პ.), არიზა (18 ქ.), მონტეიუნასი (17 ქ.), ტერი (14 ქ.), ბევერლი (14 ქ.), ჰოვარდი (13 ქ. 10 მ.), ბრიუვერი (11 ქ.), დორსი (3 ქ.), ქენანი (3 ქ.), სმიტი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=YTJIPHMC2Fo
“პორტლენდ ბლეიზერსი” – “მაიამი ჰიტი” 99:83 (18:23, 25:25, 33:16, 23:19)
“პორტლენდი”: ოლდრიჯი (24 ქ. 12 მ.), მეთიუსი (18 ქ.), ლილარდი (16 ქ.), ბატუმი (8 ქ. 9 მ.), ბლეიკი (7 ქ.), ვრაითი (5 ქ.), ლეონარდი (4 ქ.)
“მაიამი ჰიტი”:უეიდი (23 ქ. 7 მ.), ბოში (18 ქ.), ვაითსაიტი (10 ქ.), ჩელმერსი (8 ქ.), დენგი (7 ქ.), ანდერსონი (5 ქ.), კოული (4 ქ.), გრეინჯერი (3 ქ,), ენისი (3 ქ.), ჰამილტონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=fDCSqgmfguU