კატალონიური “ბარსელონას” ვეტერან ჩავი ერნანდესს ესპანეთის თასზე “ელჩეს” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ წვივის უკანა კუნთმა შეაწუხა და განაცხადიდან უკანასკნელ მომენტში ამოწერეს.
Inside Spanish Football-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს პრობლემა 34 წლის ფეხბურთელს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში თამაშის საშუალებას არ მისცემს.
მიუხედავად ამისა, ტრავმის სიმძიმესა და აღდგენის ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ჩავიმ 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მე-18 ტურში “ბარსელონა” 11 იანვარს მადრიდის “ატლეტიკოს” მასპინძლობს.