ფეხბურთი

13:06 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი: “მესიმ ვილანოვას წაუსვლელობის პირობა მისცა”

კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ჰენკ ტენ კეიტი, რომელიც ფრანკ რაიკარდის თანაშემწე იყო, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გუნდის არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი კლუბის გამოცვლას უარობს.

ტენ კეიტმა არგენტინელ ფეხბურთელთან 2,5 წელიწადი იმუშავა.

“მას ახალი გამოწვევა სჭირდება. მართალია მესი ჯერაც ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ყოველდღიურად კარგავს ფასს. “ბარსელონაში” მისი პრობლემები ორი წლის წინ დაიწყო. ის ამ გუნდში მხოლოდ იმის გამო თამაშობს, რომ ტიტო ვილანოვას წაუსვლელობის პირობა მისცა”, - განუცხადა ტენ კეიტმა De Telegraaf-ს.

“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილანოვა 2014 წელს 45 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

0.114285