ფეხბურთი

21:53 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი კრულით დაინტერესდა

როგორც “დეილი მირორი” იუწყება, “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი “ნიუკასლის” მეკარე ტიმ კრულის შეძენით დაინტერესდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალში” გადასვლის შესახებ. ესპანელი მეკარის სამშობლოში დაბრუნებას ზაფხულში ვარაუდობენ, თუმცა ლუის ვან გაალი უკვე დაფიქრდა დე ხეას შემცვლელზე და ერთ-ერთი ვერსიით ესპანელის წასვლის შემთხვევაში ალტერნატივად ტიმ კრული განიხილება.

შეგახსენებთ, ინგლისურმა გრანდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დაიმატა გამოცდილი ვიქტორ ვალდესი. დე ხეასა და ვალდესის გარდა გუნდში იმყოფებიან ბენ ამოსი და ანდრეს ლინდეგორი. ასე რომ, “მანჩესტერი” მეკარეების სიმცირეს არ განიცდის.

ვან გაალი ვალდესთან ერთად “ბარსელონაში” მუშაობდა, ხოლო ტიმ კრულის მწვრთნელი გასულ მუნდიალზე იყო.

0.119309